18 დან 65 წლამდე პრაქტიკულად ჯანმრთელ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს დონორობისათვის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს
ჩვენთან პლაზმისა და თრომბოციტული მასის დონაცია ტარდება ავტომატური აპარატების გამოყენებით
პლაზმაფერეზი არის სისხლიდან მისი თხიერი ნაწილის, ანუ, პლაზმის, გამოყოფა-გამოცალკევების პროცესი. პროცედურა გრძელდება 40-45 წუთი. ამ დროს აპარატი დონორის სისხლიდან ცალკე გამოყოფს პლაზმას, ხოლო წითელი სისხლი (ერითროციტები) უბრუნდება დონორს ფიზიოლოგიურ ხსნართან ერთად.
მნიშვნელოვანია შემდეგი გარემოება - თუ სისხლის გაცემის შემთხვევაში ერითროციტების დეფიციტის სრულ აღდგენას ჭირდება 2 თვე, პლაზმაფერეზით გაცემული პლაზმა ორგანიზმში სრულად კომპენსირდება 2 დღეში
წლის განმავლობაში ჩვენთან შესაძლებელია 18 დონაცია (სისხლი, პლაზმა, თრომბოციტული მასა). მათ შორის სისხლი არაუმეტეს 6 პროცედურა წლის განმავლობაში ხოლო დანარჩენი 12 - პლაზმა და თრომბოციტული მასა
- ჰემოლაინის დონორებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ჰემოგლობინი, ჰემატოკრიტი, საერთო ცილა და იმუნოგლობულინი (IgG) სისხლში)
- წლის განმავლობაში 18 დონაციის შესაძლებლობა
- ინდივიდუალური საბონუსე სისტემა პლაზმის რეგულარული დონორებისათვის