დონორი არის ჯანმრთელი, მოტივირებული ადამიანი, რომელიც მზად არის დაეხმაროს სხვას.
მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში დონორები წარმოადგენენ გამორჩეულ ფენას, რომლებსაც საზოგადოება განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობა. მათი აბსოლუტური უმრავლოსება არის თავის სფეროში წარმატებული, ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი მოქალაქე.
დონორები როგორც წესი არ ავადდებიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით და აქვთ მაღალი მდგრადობა ინფექციური და სიმსივნური დაავადებების მიმართ.
21-ე საუკუნეში დაბინძურებული გარემო პირობები, ნატურალური პროდუქტების სიმცირე და არაჯანსაღი საკვების მიღება იწვევს ორგანიზმში მავნე პროდუქტების დაგროვებას (ქოლესტერინი, აზოტოვანი ნივთიერებები, მავნე რადიკალები, ალერგენები) და ცირკულაციას სისხლის მიმოქცევის სისტემაში. პლაზმაფერეზის პროცედურების რეგულარული ჩატარებით (დონორული პლაზმაფერეზი) ხდება ორგანიზმიდან აღნიშნული ნივთიერებების გამოტანა - დეტოქსიკაცია.
ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის შედეგად დაგროვილი, მავნე ნივთიერებების მოცილება იწვევს კაპილარულ დონეზე სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და უზრუნველყოფს ჟანგბადის და სხვა საჭირო ნივთიერებების უჯრედებამდე მიტანას.
პლაზმაფერეზის საშუალებით პლაზმაში მოცირკულირე იმუნური სხეულაკების გამოტანა იწვევს იმუნური სისტემის სტიმულაციას - წარმოქმნას ახალი უჯრედები, რაც აძლიერებს დონორის იმუნიტეტს.
პლაზმაფერეზთან დაკავშირებული ზემოთჩამოთვლილი ფაქტორები, საბოლოო ჯამში იწვევს დონორის ორგანიზმის განჯანსაღებას, იმუნიტეტის გაძლიერებას, სისხლის მიმოქცევის (რეოლოგიის) გაუმჯობესებას, რისი მეშვეობითაც ხდება ისეთი დაავადებების პრევენცია როგორიცაა ინფარქტი და ინსტულტი. ამასთანავე მცირდება ინფექციური და ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკი.
ან