სწორად შეავსეთ ველი
სწორად შეავსეთ ველი
ველის არჩევა სავალდებულოა

დაგვიკავშირდით ნომერზე +995 32 247 17 71

02/Jun/2015

ისტორია

შპს ”ჰემოლაინი” დაფუძნდა 2014 წელს.მისი საქმიანობის საგანია საწარმოო ტრანსფუზიოლოგია. ჩვენი საქმიანობა მედიცინის ამ დარგში ითვლის უკვე მრავალ წელს.
სისხლის სამსახურის პრობლემატიკით ჩვენი დაინტერესების ინიციატორია შპს ”ექსპრესდიაგნოსტიკა”, რომელიც საქართველოს სამედიცინო ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკურ მარკეტზე მოღვაწეობს 2003 წლიდან, ხოლო 2010 – 2011 წლებში იყო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის – ე.წ. ”უსაფრთხო სისხლის” კოორდინატორი. მოქმედ სისხლის ბანკებთან ურთიერთთანამშრომლობის ამ პერიოდში ნათლად იქნა დანახული და გაანალიზებული საქართველოს სისხლის სამსახურში არსებული პრობლემები და ნაკლოვანებები. ევროპის წამყვანი ქვეყნების ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის შესწავლის და ჩვენთან არსებული პრობლემატიკის შეჯერების შემდეგ მიზნად დავისახეთ ევროპული ტიპის ტრანსფუზიოლოგიური ცენტრის შექმნა. ჩამოყალიბდა სამოქმედო პროგრამა და შეიქმნა ბიზნეს გეგმა იტალიური ბიოფარმაცევტული კომპანია ”კედრიონის” სტანდარტების შესაბამისად, რომელიც არის სისხლის პლაზმის პროდუქტების  (ალბუმინი, იმუნოგლობულინი, სისხლის შედედების ფაქტორები და სხვ) ერთ-ერთი აღიარებული, ლიდერი კომპანია მსოფლიოში.
2014 წელს ამოქმედდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პროგრამა ”აწარმოე საქართველოში”, რომლის მიერ განხილული და მოწონებული იქნა ჩვენი სამოქმედო ბიზნეს გეგმა საწარმოო ტრანსფუზიოლოგიაში. სამინისტროს მოთხოვნების გათვალისწინებით  შეიქმნა სრულიად ახალი კომპანია –  შპს ”ჰემოლაინი”, რომელიც არის პროგრამის ”აწარმოე საქართველოში” ბენეფიციარი და სარგებლობს სახელმწიფოსგან ფინანსური მხარდაჭერით.

01/Jun/2015

ამჟამად

ამჟამად მიმდინარეობს:

  • ევროპული ფარმაკოპრეპარატების სააგენტოს (EMA) სერტიფიცირების პროცესი;
  • პლაზმის დონორთა ბაზის შევსება;
  • დონორული პლაზმის შეგროვება;
  • ახალგაზრდა მოტივირებული; კადრების მოზიდვა, სწავლება, გადამზადება;
  • წარმოებული პროდუქციის ხარისხის შიდა და გარე კონტროლის სისტემების დახვეწა;
03/Jun/2015

მომავლის გეგმები

ჰემოლაინის პილოტური პროექტის წარმატებით დანერგვის შემდეგ უახლოეს მომავალში იგეგმება:

  • ქვეყანაში სისხლის და პლაზმის უანგარო დონორობის პოპულარიზაციაში აქტიური მონაწილეობა;
  • სისხლის სამსახურის, ამჟამად დოტაციური დარგის, რენტაბელურ სამედიცინო მიმართულებად ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
  • უმნიშვნელოვანეს ბიოფარმაკოლოგიურ პრეპარატებზე (ალბუმინი, იმუნოგლობულინი, სისხლის შედედების ფაქტორები და სხვა) ქვეყნის იმპორტდამოკიდებულების ეტაპობრივი აღმოფხვრა;
  • საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტრანსფუზიოლოგიური ცენტრების ქვეყნის მასშტაბით ტირაჟირება და პლაზმის ინდუსტრიის ინფრასტრუქტურის შექმნა